სარფში 5 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

24 აგვისტო 2020, 15:49 1815 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 19-20 აგვისტოს, ,,სარფში“, არადეკლარირებული სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ჯამში, 5 400 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი