თურქეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რიცხვი გაიზარდა

23 აგვისტო 2020, 15:32 12054 ნახვა

თურქეთში სტიქია მძვინვარებს. ამ დროისთვის წყალდიდობამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 11-ზე მეტს კი ამ დრომდე ეძებენ.  თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, 12 ადამიანია დაკარგული, რომელთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციას მეზობელი პროვინციებიდან, ასევე ანკარიდან ჩასული ჯგუფები ახორციელებენ.თურქული მედია წერს, რომ წყალდიდობამ სადრენაჟო მილი დაანგრია, რის შემდეგაც ჟანდარმერიის ხუთი თანამშრომელი და ექსკავატორის მძღოლი დაიკარგა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 ადამიანი ცენტრალურ ავტომაგისტრალზეა ჩარჩენილი, რომლებთანაც მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დერელის ოლქში წყალდიდობამ ავტომობილები დატბორა და შენობები დააზიანა.თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ უხვი ნალექის შედეგად ჩაკეტილია რეგიონში სოფლებამდე მისასვლელი გზები. გართულებულია გადაადგილება და  სანაპირო ზოლში შტორმული ვითარებაა. თურქეთში გამოდარებას ჯერ არ ვარაუდობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში