ბათუმში სახლები დაიტბორა - რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა 

23 აგვისტო 2020, 13:40 6385 ნახვა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. მერიის ცხელ ხაზზე ამ ეტაპზე 16 შეტყობინება შევიდა.

ქალაქში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობაც შეიზღუდა. აღნიშნული ტერიტორიები ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული და მძღოლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. 

რამდენიმე სახლი დაიტბორა თავდადებულის, სულაბერიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკა და სატუმბი საშუალებები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე წყლის უხვ ნაკადს ვერ უმკლავდებიან. პრობლემები არ შექმნილა იმ ქუჩებზე, სადაც სანიაღვრე არხები უკვე მოწყობილია. 

მახინჯაურში ცენტრალური გზაც დაიტბორა, რის გამოც საცობია. 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი