ხმაური მელიქიშვილის ქუჩაზე - ''სოკარი'' თონეში ბუნებრივი აირის გათიშვას ცდილობს, მოსახლეობა კი ამის უფლებას არ აძლევს 

21 აგვისტო 2020, 13:05 4216 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. ადგილზე პოლიციაც იმყოფება. ''სოკარ ჯორჯია გაზის'' წარმომადგენლებს კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა დაუპირისპირდა. კომპანიის  სპეციალისტები სარდაფში მოწყობილ თონეში გაზის გათიშვას მოითხოვენ, რის საშუალებასაც საცხობის მფლობელი არ აძლევს.

ის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვება, რომ თონე დაახლოებით 6 წლის წინ გახსნა და მაშინ გაზის ჩართვის შესახებ ნებართვა სწორედ ''სოკარმა'' მისცა. მანანა კვირკველია ფიქრობს, რომ კომპანიის გაადწყვეტილება მიზანმიმართულია. 

მეპატრონემ მაკონტროლებლებს ბუნებრივი აირის შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარუდგინა.

''სოკარ ჯორჯია გაზის'' წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ თონეში გაზი კანონდარღვევით ფუნქციონირებს და წინააღმდეგობის შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიწოდება მთელ სახლს გაეთიშება. თონეს მეპატრონეს განაცხადი ბინაში შეყვანაზე აქვს გაფორმებული, სარდაფში კი თონეა განთავსებული. მათივე განმარტებით, ეს მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია. კორპუსში კი 21 ოჯახი ცხოვრობს.

ოჯახების ნაწილი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს და თონეში ბუნებრივი აირის გათიშვას ეწინააღმდეგება. 

თონეს მეპატრონე აპირებს კომპანიას სასამართლოში უჩივლოს. 

კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე სამართალდამცველებიც გამოიძახეს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი