კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

21 აგვისტო 2020, 11:13 1341 ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა.

"15 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი, 6-ის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 3 პაციენტი არის დადასტურებული შემოტანილი, ანუ იმპორტირებული და 2-ზე გრძელდება დაკვირვება კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად.

კოვიდ ცენტრებში ბოლო მონაცემებით მკურნალობს 240 დადასტურებული შემთხვევა. 6 პაციენტი მათ შორის კრიტიკულად მძიმეა, მძიმეა 23, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი