6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დასრულდა. ზ.ხ-სთან ერთად შიმშილობა ახლა უკვე სხვა არასრულწლოვნებმაც ლ.შ მ და ა.ქ მ დაიწყეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლე ბრალდებულების საუკეთესო ინტერესებს არ ითვალისწინებს, რადგან პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება და დაკავებულებს პოზიციების შეჯერების საშუალება არ ექნებათ. გიორგი გელხაური ასევე სახალხო დამცველს მიმართავს რომ დაიწყოს მოკვლევა რატომ ჩამოართვეს ტელევიზორები საკნებში მყოფ იმ მოზარდებს, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.