ქობულეთში, ფიჭვნარში, ე.წ მწვანე ქალაქის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარი გამოიყო, თუმცა პროექტი არ განხორციელებულა, - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი. მისი ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ე.წ "მწვანე ქალაქის" მშენებლობა პომპეზურად დაანონსა, სადაც 500 ადამიანის დასაქმება იგეგმებოდა, თუმცა დაპირება არ შესრულებულა.
ბაგრატიონმა შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.მმართველ გუნდში ინფორმაციას ,,ფეიკ ნიუსს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ პანდემიის მიუხედავად რეგიონში სამუშაოები არ შეჩერებულა. ილია ვერძაძე ''ნაციონალურ მოძრაობას'' მათი მმართველობისას ერთ ლარად გასხვისებულ ქონებას ახსენებს.