დაკვამლიანება „მგზავრებში“ - ექსპერტები უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ

18 აგვისტო 2020, 15:11 1836 ნახვა
00:00
00:00

გონიოში სასტუმრო მგზავრებში ღამის 11 საათზე დაკვამლიანება იყო. ცეცხლი სავარაუდოდ მეშვიდე სართულზე სადენებს გაუჩნდა. დაკვამლიანების გამო მოქალაქეები სასტუმროს ნომრებიდან გაიყვანეს. ათამდე მოქალაქე სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მალევე გამოწერეს.

სასტუმრო „მგზავრების“ 12 სართულიანი სასტუმროს ძირითადი შესასვლელი დღეს დალუქული იყო. სტუმრები შენობას უკანა კარიდან ტოვებდნენ, მათ სასტუმრომ სხვა ნომრები შესთავაზა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში