200 ლარიანი დახმარებების მისაღებად რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს

15 აგვისტო 2020, 18:16 2960 ნახვა

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge- ზე ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყება მოქალაქეებს არსებული ხარვეზისთვის ბოდიშს უხდის. სამინისტროში განმარტავენ, რომ  ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული. ცნობისთვის გეტყვით, რომ დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა კი  24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი