ბრაზილიიდან იმპორტირებულ გაყინულ ქათამში კორონავირუსი აღმოჩნდა - როიტერსი

13 აგვისტო 2020, 18:31 1953 ნახვა

ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში გამოიკვლია, რომელსაც ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე ახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა.

ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.

ცნობისათვის, ჩინეთმა იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე პორტებში ივნისიდან სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი