აჭარის მაუწყებელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის

13 აგვისტო 2020, 15:03 2293 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის.  მაუწყებლის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიგზავნა.

საქმე ეხება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შესახებ ანგარიშს, რომელიც 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს მოიცავდა.

მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსი აცხადებს, რომ ქარტიის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები სიცრუესა და უზუსტობებზე იყო დამყარებული, რაც მიზნად ისახავდა მაუწყებლის დისკრედიტაციასა და მისი იმიჯის შელახვას.  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელთან დაკავშირებით სატელევიზო კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება იმ დოკუმენტაციას, რომელიც მაუწყებლისგან ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღეს, ამბობენ, რომ  ბუნდოვანია და დამატებით დაზუსტებებს ელოდებიან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში