მოსახლეობის 40%-ის აზრით, პანდემიის პირობებში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა - ასეთია "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევა. დოკუმენტის მიხედვით სიტუაცია, მეტნაკლებადაა გაუარესებული მოსახლეობის 42%-ისთვის. 15% კი მიიჩნევს, რომ სიტუაცია არ შეცვლილა, ხოლო 3%-ის აზრით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. IRI - ის კვლევაში, საარჩევნო უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.