ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ, გამოძიება მიდის და ვფიქრობ მალე დასრულდება - შს მინისტრი

11 აგვისტო 2020, 12:27 328 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მალე დასრულდება. .

ვახტანგ გომელაურის თქმით, თუ საჭირო იქნება, ფედერალური ბიურო ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.

„ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის. ვფიქრობ, მალე დასრულდება. „ეფბიაის“ ჩართვას რაც შეეხება, თუ საჭიროება იქნება, სავარაუდოდ ჩაერთვება ექსპერტიზის მიმართულებით. ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში