შინდისის გმირები გაიხსენეს ბათუმში

11 აგვისტო 2020, 11:17 1671 ნახვა

შინდისის გმირები გაიხსენეს ბათუმში.   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის გმირების სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სკვერში, რომელიც 11 აგვისტოს შინდისში დაღუპული ჯარისკაცის სახელს ატარებს, სიმბოლურად 17 ხე დარგეს.

რუსეთ-საქართველოს ომში შინდისთან ბრძოლაში დაღუპულებს შორის, ორი აჭარიდან იყო. მათ ხსოვნას დღეს პატივი ოჯახის წევრებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მიაგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში