რატომ დაჯარიმდა”რესპუბლიკური პარტია”?

07 ოქტომბერი 2016, 00:00 3779 ნახვა

ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის კედელზე  პლაკატის  გაკვრისთვის ბათუმის მერიამ  რესპუბლიკური პარტია  დააჯარიმა,  რისთვისაც ისინი ქალაქის  თვითმმართველობას სასამართლოში  უჩივლებენ.  პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი უმაღლეს  საბჭოში აცხადებს, ქალაქის  ზედამხედველობის  სამსახურმა  პარტია არაკანონიერად დააჯარიმა, რადგან მათ არც შენობის  იერსახე  დაუმახინჯებიათ და  არც საჯარიმო ოქმში მითითებულ ადგილასაა აკრძალული  საარჩევნო პლაკატის გაკვრა. დავით ბერძენიშვილი მერიის ზედამხედველობის სამსახურს სხვა პარტიებთან მიმართებაში ლოიალურობაშიც ადანაშაულებს. რესპუბლიკური პარტიის პრეტენზიებს მერია  ზეპირი განმარტებით გამოეხმაურა. მათი თქმით, ზედამხედველობის სამსახურმა პლაკატების  არასწორ დარღვევაზე ოქმი 8 პოლიტიკურ  სუბიექტს მონიტორინგის  შემდეგ  გაუგზავნა და ყველა  დარღვევის  ოქმი სასამართლოში უკვე გადაგზავნილია. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი