სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა ლიბანშიც, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, ლიბანში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
„წითელი ჯვრის“ ცნობით კი , შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, 170-ზე მეტი ადამიანი კი - დაშავდა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას და რეფორმებს ითხოვდნენ.
აქციების ფონზე ლიბანში ორმა მინისტრმა - ინფორმაციისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა- თანამდებობები დატოვეს. აქვე გეტყვით, რომ ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. არიან დაკარგულები.