დირექტორის არჩევის წესი-საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შენიშვნები

07 ოქტომბერი 2016, 00:00 3980 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დირექტორის არჩევის დამტკიცებულ წესს უწუნებს. დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები ბორდის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართულ დღევანდელ სხდომაზე გამოთქვეს. მათი განცხადებით, კრიტერიუმები რომელიც მაუწყებლის ხელმძღვანელის შესარჩევად არის დამტკიცებული კანდიდატის უნარების სრულფასოვნად შემოწმებას ვერ უზრუნველყოფს. ამასთან ბორდის წევრებმა შენიშვნა გამოთქვეს დირექტორის არჩევის წესში ქვორუმთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერებზეც. სხდომაში საკიპის საშუალებით მონაწილეობა მიიღო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელმაც.  ნატა იმედაიშვილი საკუთარ პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებს.   

ამავე კატეგორიაში