თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

05 აგვისტო 2020, 16:08 2632 ნახვა

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში დროებით დასასაქმებლად, თურქეთის მოქალაქე ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სამთვიანი მოწვევა უნდა ჰქონდეს.

საქართველოს მთავრობის 164-ე განკარგულებაში ცვლილებები შევიდა.

მოწვევაში დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და უნდა იყოს დამოწმებული თურქეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ნოტარიულად.

სეზონურ სამუშაოებზე გასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები. აპლიკაციას უნდა დაურთოს აღნიშნული მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი