,,შენი იდეა ბათუმს’’ - ბათუმის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი დაიწყო. პროექტი ბათუმში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს, თავისი იდეის განხორციელების საშუალებას აძლევს.
მოქალაქეებმა საკუთარი იდეა ონლაინ ვებ-გვერდზე idea.batumi.ge - ზე ან მერიის 14 სხვადასხვა სერვისცენტრში დღეიდან 2020 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით უნდა განათავსონ.
გამარჯვებული იდეის ავტორებს, თავად მოქალაქეები ვებ-გვერდზე ხმის მიცემის პრინციპით გამოავლენენ. გამარჯვებული იდეების განხორციელებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო.