გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის ავიარეისის დანიშვნა იგეგმება - თურნავა

05 აგვისტო 2020, 14:31 368 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობა გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მიზნით წამსვლელი ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ ერთ სოციალურ ავიარეისს გეგმავს.

ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რეისით ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით გერმანიაში მოკლე ვადით არიან დასაქმებულები და აქვთ სამუშაო მიწვევა.

„როგორც კი შემოვიდა მთავრობაში საკითხი, რომ ქართველი სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით არიან მოკლე ვადით დასაქმებული გერმანიაში და აქვთ სამუშაო მიწვევა, რომ რამდენიმე თვე იქ იმუშაონ და შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან სწავლის გასაგრძელებლად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად, მათთვის სოციალური რეისი დავაორგანიზეთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ არის მსურველთა ჯგუფი, ვისაც აქვს სამუშაო მიწვევა გერმანიიდან და ჩვენ ვმუშაობთ, რომ შემდგომი რეისიც უახლოეს პერიოდში დავაორგანიზოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში