დაკავებული ექიმების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

05 აგვისტო 2020, 10:58 1182 ნახვა

დარჩებიან თუ არა პატიმრობაში დაკავებული ექიმები - აღკვეთის ღონისძიებაზე  მოსამართლემ დღეს უნდა იმსჯელოს.  სასამართლო წინაშე ორი მედიკოსი  წარსდგება,  რადგან მესამე ანესთეზიოლოგი ამ დრომდე იტალიაში იმყოფება. შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა ზედიზედ ორი ოპერაცია 25 წლის ქალს ჩაუტარეს. პაციენტი უკვე 20 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი პირი დაუსწრებლად პასუხისგებაში მიეცა.

პროკურატურის განცხადებით, ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ, თუმცა ოპერაცია, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, თავად გაუკეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი