92 წლის ასაკში ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და მეცნიერი - ჯემალ ჯაყელი გარდაიცვალა. ჯემალ ჯაყელი ათეულობით წიგნის ავტორია, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ, აჭარის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორად, გამომცემლობა „აჭარის“ დირექტორად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკად, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარედ. იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 მოწვევის დეპუტატი.
დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, აბუსერისძე ტბელის, გალაკტიონ ტაბიძის, მემედ აბაშიძის სახელობის პრემიებით.