უახლოეს დღეებში აჭარაში უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა, როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთაში +27,+ 29 გრადუსი იქნება.
პერიოდულად იქროლებს დასავლეთის სუსტი ქარი.
ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება კი ინდექსით 9 იქნება. მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება.