ხალხის აზრი პარლამენტზე - კვლევა

03 აგვისტო 2020, 20:32 1486 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა მოიცავდა ასევე მოსახლეობის აზრის გამოკითხვას, სხვადასხვა შეკითხვით მიმართეს 1763 რესპოდენტს აღმოჩნდა, რომ შეკითხვაზე ამტკიცებს თუ არა პარლამენტი ქვეყნისთვის სასიკეთო კანონებს, მეოთხედი თვლის რომ კი, თუმცა ასევე მეოთხედი უარყოფით აზრზეა.

ითვალისწინებენ თუ არა დეპუტატები მოქალაქეების აზრს ეს კითხვა წინა წლებშიც იყო დასმული და ამ მხრივ უარყოფითი აზრის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა მატულობს, ასე მაგალითად თუ 2017 წელს ასე ფიქრობდა 48% 2019 წლის მონაცემებით ეს მონაცემი 64%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება შეკითხვას დადებითად რომელი დეპუტატის საქმიანობას აფასებენ, ამ მხრივ არცერთი არ მოსწონს 26% არ აქვს პასუხი 36-ს და 4%-ს მოწონს დავით ბაქრაძე, უარყოფითად არიან ყველა პარლამენტარის მიმართ განწყობილი გამოკითხულთა 19% არ აქვს პასუხი ნახევარს, ხოლო 4% არ მოსწონს გიგა ბოკერია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი