სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, დაჭრილების - ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას მდგომარეობა სტაბილურია.
ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, ლევან თოფაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და კონტაქტური არ არის.
„ორივე პაციენტი სტაციონარულ რეჟიმში აგრძელებს კლინიკაში მკურნალობას. არცერთის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმურება. ორივეს ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება. ერთი პაციენტი რეანიმაციაში, მეორე ქირურგიულ დეპარტამენტში. დეტალებს ვერ გავახმაურებ. ორივეს უგრძელდება მკურნალობა. ერთი-ერთი მათგანი შეიძლება რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გავწეროთ“ , – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. პოლიციამ ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ბუსა ჟვანია დააკავა.