საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაიწყო. იმ შემთხვევაში თუკი ბუსა ჟვანიას დანაშაული დაუმტკიცდება, მას 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.