საკრებულოს წინაშე დღეს პირველად წარსდგა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი. არჩილ ჩიქოვანმა ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მისი მისამართით კითხვები ძირითადად ლაშა კომახიძის თანამდებობიდან წასვლას ეხებოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.