დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება

31 ივლისი 2020, 10:12 2283 ნახვა

1 აგვისტოდან 3 აგვისტოს დილამდე, დასავლეთ საქართველოსი მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 2 და 3 აგვისტოს ღამის საათებში სანაპირო კურორტებზე, ასევე დაბალმთიან რაიონებში იქნება ინტენსიური წვიმა.

დროის მოკლე მონაკვეთში, მოსალოდნელი ძლიერი ნალექის გათვალისწინებით, შესაძლოა, ნეგატიური სიტუაცია შეიქმნას - სანაპირო ზოლში ცალკეული ტერიტორიები დაიტბოროს, მთიან დასახლებებში კი მეწყრული პროცესები განვითარდეს.

2-3 აგვისტოს მდინარეებში წლის დონე მნიშვნელოვნად მოიმატებს, ზღვაზე კი მოსალოდნელია ღელვა 2-3 ბალი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს - ნალექი არ იქნება ინტენსიური ხასიათის და მხოლოდ ზოგან არის მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ფოტო - 2-3 აგვისტოს ღამის საათების მეტეო რუკა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი