საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს ეხებოდა, არ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესს.
პლენუმმა არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მოსაზრებები დავის საგანთან დაკავშირებით და განმარტა, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესის დროს იხელმძღვანელებენ კონსტიტუციის შესაბამისად, კონტიტუციის მოთხოვნა კი არის, რომ კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს.
მოსამართლეთა არჩევის წესი ფარული კენჭისყრით ჩატარდება.