ლერი სულაბერიძის საქმეზე ერთი პიროვნება დააკავეს

29 ივლისი 2020, 18:13 1248 ნახვა

ადამიანი, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ავტომანქანის მისამართით გაისროლა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ დააკავეს. ირაკლი ღლონტი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს. მისი თქმით, დაკავებულს არ იცნობს. არც ის იცის რის გამო მოხდა გასროლა ან უკავშირდება თუ არა მომხდარი „დინამოს“ საქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი