მირიან ქათამაძე თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს გააკეთებს- ეს ინფორმაცია ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბონდო თედორაძემ გადაცემა ,,მთავარი აჭარაში“ გააჟღერა.
თედორაძის ინფორმაციით მირიან ქათამაძე ქობულეთში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება , თუმცა ჯერჯერობით უცნობია დაიკავებს თუ არა იგი სხვა საჯარო თანამდებობას.გავრცელებულ ინფორმაციას ქობულეთის მერის გადადგომასთან დაკავშირებით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ ადასტურებენ, თავად მირიან ქათამაძე კი ჩვენს სატელეფონო ზარებს უკვე ორი დღეა არ პასუხობს.