თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ბერლინი-თბილისი სამშობლოში 137 ადამიანი დაბრუნდა.
მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.