საგარეო უწყება წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტზე

25 ივლისი 2020, 18:16 1130 ნახვა

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცდა საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. კანონი საქართველოსთვის ითვალისწინებს მნიშვნელოვან საბიუჯეტო ასიგნებებს.ა შშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეცაა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 მილიონ  025 ათას აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი