ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. ექიმების თქმით 3 მოზარდიდან ერთს ღია ჭრილობა, დანარჩენებს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ. ავარია აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთასთან საღამოს მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მიკრო ავტობუსი გადატრიალდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. როგორც მიკროავტობუსის მძღოლი ამბობს შუქნიშანთან მწვანეზე მოძრაობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.