საარჩევნო შეზღუდვა

06 ოქტომბერი 2016, 00:00 2403 ნახვა

დღეს, დილის 8 საათიდან, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება შეიზღუდა. საარჩევნო კოდექსის თანახმად კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე ნებისმიერი სახის პარტიული და პერსონალური რეიტინგების გავრცელება იკრძალება. აღნიშნულ პერიოდში დაშვებულია მხოლოდ არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. აღსანიშნავია, რომ დღესვე იწურება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელთა წარდგენის ვადაც.    

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში