''ნუ მომკლავ,“ ,, ვის უნდა დაურეკო მაშინ, როცა პოლიცია გკლავს,“ ,,დამიცავი მკვლელი სისტემისგან“ - ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ტრანსფარანტებით ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა ნაწილმა მდუმარე აქცია გამართა.
ევროპის მოედანზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არა ერთი კითხვა გაჩნდა, რის გამოც უწყებას უმოქმედობასა და არაეფექტურობაში ადანაშაულებენ. მიიჩნევენ, რომ გახშირებულ მკვლეობასა თუ თვითმკვლელობებში დამნაშავე სახელმწიფოა.
აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.