რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

22 ივლისი 2020, 11:54 1941 ნახვა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მშობლებისთვის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის. ისინი ადგილზე სამართალდამცველების მისვლას ელოდებიან.

''გამომძიებელმა მითხრა, თქვენი შვილის კომპიუტერი გავხსენით და დიდი პრობლემის წინაშეაო. მეორე მოვიდა და არ არის გახსნილი კომპიუტერიო. 2-ჯერ მივედი იმ შენობაში, სადაც მუშაობდა თამარი და არ შემიშვეს. პოლიცია მეუბნება, რომ ხალხი დაშალეთო. 3 დღეა ვეხვეწები კომპიუტერის გახსნას. აქ რომ დაინახეს მიტინგი ეგონათ, იფიქრეს მე მოვიყვანე. ასეთი პოლიციელები უნდა შეიცვალონ, ყველას გვემუქრებიან'' - უთხრა ჟურნალისტებს დაღუპული გოგოს მამამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში