სარფში კორონავირუსზე 129 მებაჟე შემოწმდა, ყველა პასუხი უარყოფითია

21 ივლისი 2020, 16:18 2020 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კორონავირუსზე ტესტირება 129 მებაჟეს ჩაუტარდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

PCR ტექნოლოგიით კვლევა ასევე ჩაუტარდა აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ყველა სხვა უწყების თანამშრომელს. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

საერთო ჯამში, 24 საათის განმავლობაში 313 პირის მიზნობრივი ტესტირება განხორციელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, გლობალური პანდემიის დაძლევის მიზნით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი