ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე პროცესი გრძელდება. მოწმეები უკვე დაიკითხნენ. ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი, საქალაქო სასამართლომ სექტემბერში დისკრიმინაციულად მიიჩნია. გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.