მოდუნება და ილუზიის შექმნა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა, არასწორია - ამირან გამყრელიძე

21 ივლისი 2020, 13:49 1450 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იდენტიფიცირებულია 80 სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებსაც ინფექცია შემოჰქონდათ საქართველოში.

მისივე განმარტებით, მოდუნება არ შეიძლება და ილუზიის შექმნა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა.

"ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევაა, აქედან 20 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ზოგადად ქვეყანაში იდენტიფიცირებულია 80 სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომელსაც ქვეყანაში ინფექცია შემოჰქონდათ. ამ მიდგომამ, რაც ხორციელდება, სერიოზული ბარიერი გააკეთა და მათ ქვეყანაში შემოსვლის საშუალება არ მიეცათ. სისტემა მუშაობს ძალიან კარგად.

63 შემთხვევიდან 15 საკარანტინო ზონიდანაა, 18 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 7-ის წყარო კი დაუდგენელია.

მოშვება არ შეიძლება, მოვეშვით, პირბადეებს აღარ ატარებენ შესაბამის დაწესებულებებში, დიდი შეკრებები ისევ და ისევ ხორციელდება, ისევ და ისევ დაიწყეს ყრილობები და ილუზიის შექმნა იმისა, რომ ქვეყანამ დაამარცხა კოვიდინფექცია, რაც არასწორია" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი