პრემიერა ღია ცის ქვეშ

18 ივლისი 2020, 13:44 793 ნახვა

ბათუმის დრამატულმა თეატრმა პანდემიის შემდეგ პირველი პრემიერა გამართა.  „ელექტრას ომი“ – ასე ჰქვია ნინო ხარატიშვილის პიესას, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა პირველად დადგა. სპექტაკლის პრემიერა ღია ცის ქვეშ გუშინ გაიმართა.

მსახიობები სპექტაკლს დღესაც ითამაშებენ. დასწრება ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეუძლია. სპექტაკლში ბათუმის დრამატული და თბილისის სამეფო უბნის თეატრის მოწვეული მსახიობები თამაშობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი