ავიამიმოსვლა გერმანიასა და საქართველოს შორის  2 აგვისტოდან აღდგება

18 ივლისი 2020, 12:39 1573 ნახვა

გერმანიასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2 აგვისტოდან აღდგება.  ფრენები მიუნხენიდან თბილისის და საპირისპირო მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება.  საქართველომ ევროპის 5 ქვეყანას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაუხსნა საზღვრები.

ამ წესის მიხედვით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენებით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა საკარანტინო რეჟიმში მოხვედრის გარეშე შეეძლებათ. თუმცა ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ ხუთი ქვეყნის რეზიდენტები არ არიან, 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი