ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ერთი ახალი კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევა იმპორტირებულია და მოქალაქე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ბათუმში თურქეთიდან გადმოვიდა. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და გადაყვანილია კოვიდმიმღებ კლინიკაში.
აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა ერთმა პაციენტმა და კლინიკიდან გაეწერა. ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 7 პაციენტი.
ლაბორატორიებში ჩატარებული 902 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 1 პირი, მისი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.