რომიდან ბათუმში სპეციალური რეისით 166 ადამიანი დაბრუნდა

18 ივლისი 2020, 10:47 1070 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რომიდან სპეციალური რეისით სამშობლოში 166 ადამიანი დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

სპეცრეისი ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსმა“ შეასრულა. 

დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 5627-მდე ადამიანია განთავსებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი