მიუნხენის მიმართულებით    2 აგვისტოდან რეგულარული საჰაერო ფრენები  დაიწყება 

17 ივლისი 2020, 13:02 1035 ნახვა

სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს ინფორმაციით, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. 

ფრენებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს. რეგულარულ ფრენებს განახლებასთან დაკავშირებით, ტექნიკური მოლაპარაკებები დასრულდა.

სააგენტოს ცნობით,  Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდი ავიარეისებს  კვირაში ორჯერ შეასრულებს: 

• მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

• თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი