საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გაერთიანებული სამეფოს საგარეო ოფისის ანგარიშში

17 ივლისი 2020, 10:53 1021 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2019 წლის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა აისახა.

რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში მკაფიოდ არის ასახული ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგრძნობლად დამძიმებული  ვითარება.

ანგარიში ნათლად საუბრობს საოკუპაციო ხაზის დაკეტვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, უკანონო დაკავებებზე, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებების შეზღუდვაზე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე და რუსეთის უკანონო ქმედებების შედეგად გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

დოკუმენტში მკაფიოდ არის გამოკვეთილი რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი