არჩილ ჩიქოვანი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

17 ივლისი 2020, 10:54 2774 ნახვა

დილიდან ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. რამდენიმე წუთის წინ ის მერიაში მივიდა და თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს. მისი თქმით, დილიდან შეხვედრები ჰქონდა სანდასუფთავების, გამწვანებისა და ავტოტრანსპორტის სამსახურების თანამშრომლებთან.

ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განცხადება გადადგომის შესახებ გუშინ გააკეთა. თანამდებობა დატოვა ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმაც, რომლის ნაცვლადაც კომახიძემ, როგორც თავად აღნიშნა, ,,გუნდის გადაწყვეტილებით“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის აპარატის ყოფილი უფროსი არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. იგი თვითმმართველობის არჩევნებამდე მერის მოვალეობას შეასრულებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი