გადავხედოთ მოქალაქეთა სიას, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს ფინანსური დახმარების თვალსაზრისით - გახარია 

16 ივლისი 2020, 11:32 923 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს დავალება მისცა, გადაამოწმოს ყველა სოციალური ჯგუფი და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეების დასახმარებლად რესურსები მოიზიდოს.

„ფინანსთა სამინისტროს დღეს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ჩვენ სოციალური, მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ სიას, კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. 

 მიუხედავად ყველა იმ პოზიტიური ტენდენციისა,  რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე, ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა ამის არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სოციალური დახმარების პაკეტები, რომლებიც მთავრობამ შეიმუშავა დღეის მდგომარეობით, 721 000-მა მოქალაქემ მიიღო“, - განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი