საზღვარგარეთ სეზონურად თვითდასაქმებულების რეგისტრაცია გრძელდება. ამისთვის მათ ვადა კიდევ ერთი თვე აქვთ. ამ დროისთვის, აჭარის დასაქმების სააგენტოში კომპენსაციის მისაღებად 2 ათასზე მეტი მოქალაქეა დარეგისტრირებული. არსებული ინფორმაციით, თურქეთის საზღვრის ჩაკეტვამდე აჭარიდან სეზონურ სამუშაოებზე საზღვაგარეთ 30 ათასამდე ადამიანი გადადიოდა. ისინი სამას ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.