ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაძლიერებული თანამშრომლობა და ევროკავშირის დახმარება დამოკიდებულია რეფორმების პროგრესის გაგრძელებაზე.
ანგარიშში საუბარია მედიაგარემოზე და ხელისუფლებას მოუწოდებენ თავი შეიკავონ მედიათავისუფლებაში ჩარევისგან. სპეციალური ანგარიში ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ასევე საუბარია მოსამართლეების შერჩევის პროცედურებზე, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და კორონავირუსის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე.